მწვავე რინოსინუსიტი

მწვავე რინოსინუსიტი

ცხვირის დანამატი წიაღები ( ჰაიმორის, ეთმოიდური, სფენოიდური, ფრონტალური ) წარმოადგენს ცხვირის ღრუს გაგრძელებას. მათი საბოლოო ანატომიური ფორმირება შესაძლოა 18 – 20 წლის ასაკამდეც მიმდინარეობდეს, თუმცა უმრავლესი 5 – 12 წლის ასაკისათვის უკვე ჩამოყალიბებულია. რინოსინუსიტი – ცხვირისა და ერთი ან რამდენიმე პარანაზალური სინუსის ლორწოვანი გარსის ანთებაა. დაავადების განვითარების უხშირეს მიზეზს წარმოადგენს ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია. გაურთულებელი ვირუსული რინოსინუსიტი მკურნალობის გარეშე 7-10 დღეში უკუგანვითარდება.

მწვავე ბაქტერიული რინოსინუსიტის განვითრების ხელშემწყობი ფაქტორებია : გახანგრძლივებული მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, ალერგიული რინიტი, სასუნთქი გზების დახშობა, გარემოს დამაბინძურებელი ფაქტორები და ატმოსფერული წნევის ცვლილება.

ბაქტერიული სინუსიტის კლინიკური ნიშნებია : ხველა დღის საათებში, ჩირქოვანი გამონადენით ცხვირიდან, ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი,  სახის ტკივილი და შეშუპება, ყელის ტკივილი და პირიდან უსიამოვნო სუნი. ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია მიმართოთ პედიატრს ან ოტორინოლარინგოლოგს.

საყურადღებოა სწორი დიფერენციალური დიაგნოზის გატარება მწვავე ბაქტერიულ სინუსიტსა და ზედა სასუნთქი გზების მწვავე ვირუსულ ინფექციას, ალერგიულ და არაალეგიულ რინიტს, ცხვირის ღრუში უცხო სხეულის არსებობასა და ადენოიდების ჰიპერტროფიას შორის.

ბაქტერიული სინუსიტის მკურნალობა მიმდინარეობს პერორალური ( მედიკამენტის დასალევი ფორმა ) ანტიბიოტიკით და საჭიროებისას სიმპტომური საშუალებებით. მკურნალობის ხანგრძლივობაა 7-10 დღე