16/01/2017 ხერხემლის პრობლემები სასკოლო ასაკის ბავშვებში
სქოლიოზი ხშირად გვხვდება ბავშვთა ასაკში, განსაკუთრებით სასკოლო ასაკის ბავშვებში, სქოლიოზი არის ხერხემლის სვეტის “S” ან “C” მსგავსი დეფორმაცია. უხშირესად ვლინდება ბავშვის აქტიური ზრდის პერიოდში, თუმცა შესაძლებელია იყოს გამოწვეული ტრავმის შედეგად. უმრავლეს შემთხვევაში სქოლიოზის გამომწვევი მიზეზი უცნობია. სქოლიოზის შემთხვევაში გარეგნულად შესაძლოა გამოვლინდეს:
-მხრების და მენჯის ძვლების ასიმეტრია
-კანის ნაკეცის ასიმეტრია წელის არეში (ერთ მხარეს)
-ტკივილი ზურგის არეში
-დიდი დეფექტის შემთხვევაში ხშირად ვლინდება სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები.
სქოლიოზის მკურნალობა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურია. მსუბუქი ფორმები არ საჭიროებს მკურნალობას.
მკურნალობის ტაქტიკა მოიცავს:
-მსუბუქი სქოლიოზის შემთხვევაში, თუ პაციენტმა დაასრულა ზრდა მკურნალობა უხშირესად არ არის საჭირო.
-მსუბუქი სქოლიოზის შემთხვევაში, როდესაც ბავშვს არ დაუსრულებია ზრდა რეკომენდირებულია ექიმის მეთვალყურეობა.
-კორსეტის დანიშნვნა ან ქირურგიული ჩარევა საჭირო ხდება სქოლიოზის შედარებით მძიმე ფორმების შემთხვევაში.
სქოლიოზის მსუბუქი ფორმების დროს რეკომენდირებულია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, ცურვა.